пятница, 16 сентября 2011 г.

ერთი ფურცელი დღიურიდან...

დღეს მინდა ერთი პოსტი დავწერო ჩემს ჩვეულებრივ დღეზე....ანუ დღიურის ერთ ფურცელს გაგაცნობთ...




-თიკაა[დედაჩემი თიკას მეძახის]!გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება!
მე თვალებს გავახელ,ძლივს ერთ ''ეხავე''-ს ვიტყვი,მერე ისევ გადავბრუნდები და ძილს ვაგრძელებ...
-გოგო აეთრიე მამაშენს აგვიანდება!
მერე უკვე მართლა ვდგები....ვიცმევ...და ნახევრად მძინარე მივდივარ სკოლაში [როცა მანქანით არ მივდივარ ხოლმე,მაშინ...ო.ო)
სადღაც 10 წუთში უკვე სკოლაში ვარ ხოლმე....სკოლა არ მიყვარს [ვის უყვარს??]....იქ ვხვდები ჩემ კლასელებს [როგორ მემბეზრდა ეს ერთი და იგივე სახეები].... და ა.შ.
სკოლა როგორც წესი მიმთავრდებოდა 2 ზე მარა ეხა უკვე 3ისკენ ვამთავრებთ და სახლში მკვდარი მივდივარ ხოლმე .....
მერე სახლში ჯერ კომპიუტერი [რა თქმა უნდა]...მერე ტელევიზორი...მერე ისევ კომპიუტერი...და ბოლოს გაკვეთილები...ანდა გაკვეთილები ხვალეც დაიწერება...
მარა კომპიუტერი ყველაზე ხშირად მაინც მაშინ როცა რადიოდან რამეს მაძლევენ [რომც არ მომცენ მე ვამბობ რო მომცეს]...ჩავრთავ ხოლმე გუგლს[ტყუილად] და ვინმე თუ გამოივლის ვითომ ვეძებ [არადა არასოდეს არაფერი არ მომიმზადებია...ძირითადად იქ ვწერ ხოლმე ან კითხვებს ვიფიქრებ]...
ოთხშაბათი ყველაზე დატვირთული დღეა და ყველაზე საყვარელიც ^_^ სკოლაში ყველაზე საშინელი გაკვეთილები და სკოლის მერე [1 საათის შემდეგ] ისევ რადიოში მივდივარ ^^ აი არ ვიცი ძაააალიან მიყვარს რადიო და საერთოდ ჟურნალისტიკა ^^ მომავალი პროფესიაც რა თქმა უნდა [100%] ჟურნალისტიკა იქნება ^_^ ხო და იქ ვარ ხოლმე განუსაზღვრელი დროით [ანუ არ ვიცი სადამდე დავჭირდებით]...მარა დაახლოებით 3-4 საათი ^^ მერე ისევ სახლი კომპიუტერი...ა ყველაზე მთავარი ძაღლის გასეირნება....მერე დღიურში ვწერ ამ ყველაფერს,ოღონდ უფრო მოკლედ და მთავარს.....
ბევრი მეგობრები არ მყავს...მაგრამ ბევრი ნაცნობები მყავს ^_______^ ალბათ ნამდვილი მარტო 2 მეგობარი მყავს [ხანდახან მგონია რო არც კი] და ერთს ყოველდღე ვხედავ [კლასელია] მეორეს სიტუაციას გააჩნია ^^
აი მთელი ჩემი დღე [არის კიდე მასწავლებლები და მუსიკა მაგრამ..] ^^
და ეს ყველაფერი მეორდება ყოველდღე....
სრული ერთფეროვნება...
გშურთ არააა??...[რა მაქ შესაშური]
როგორ მინდა შემეძლოს რამის შეცვლა....
ხანდახან მგონია რომ ესე მარტო მე ვარ...რას აღარ ვაკეთებ...ძააალიან შევიცვალე [თან უკვე რამდენჯერმეც]...
ახალი ''მეგობრები'' მყავდა...
მაგრამ ეს უფრო ართულებს ყველაფერს.....




ხო სულ დამავიწყდა....ყველააზე ცუდი ის არის რომ როცა ყველა სახლშია...ან როცა ეზოში ბევრი ბავშვები არიან....ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე სულ ერთია...სახლი რომ ინგრეოდეს და ხალხის ტევა აღარ იყოს...მე მაინც მარტო ვარ....არავინ რომ არ იყოს მაინც....სკოლაში იმდენად არა [ჩემი მეგობარი კლასელი რომაა იმიტომ]...როცა ის არაა ძალით ვლაპარაკობ...[ანუ დამოკიდებული ვარ?]...არ ვიცი :/
ხანდახან ისეც ხდება რომ მეგობრებთანც ერთადაც მარტო ვარ და არ ვიცი ეს ყველაფერი რისი ბრალია...
არადა სახლშიც და ყველგან გაღიმებული მიწევს სიარული...სკოლაშიც ვინც დამინახავს ალბათ იტყვის რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ....
მაგრამ ვინ იცის სინამდვილეში როგორი ან როგორ ვარ?
-არავინ.....





P.S.ეს არის pink-nobody knows,რომელიც მგონი ჩემს ბოლო სტრიქონებს შეეფერება...და კიდევ http://www.rainymood.com/ ვისაც წვიმა გიყვართ ^^  მე ახლა ორივე ჩართული მაქვს და დამიჯერე ამაზე უკეთესი არაფერია <3 

среда, 14 сентября 2011 г.

დაუსრულებელი სტატია..



ღრუბლიანი ამინდი იყო....
რედაქციაშიც საქმე აღარ იყო.....წვიმდა მაგრამ,მაინც ზღვის სანაპირობზე გასეირნება გადავწყვიტე..იქნებ მუზა მომივიდეს და რამე საინტერესო სტატია დავწერო თქო,თუმცა როგორც დანიშნულების ადგილს მივაღწიე,იმედები მაშინვე გამიქრა-ქარი იყო და ზღვა ისე ღელავდა წყლის შხეფები 5 მეტრის დაშორებითაც მწვდებოდა....
ესეთ დროს ფიქრისთვის საუკეთესოა დროა,მაგრამ ჟურნალის მომავალი გამოშვებისთვის სასწრაფოდ თემა მქონდა დასაწერი და ერთადერთი რაზე ფიქრიც შემეძლო სულელური სიუჟეტები იყო მოძველებული სცენარით და ერთმანეთში არეული პერსონაჟებით......არა არა ჩემს საყვარელ საქმეს და შემოქმედებას უაზრო და უშინაარსო მოთხრობით ვერ ''დავაბინძურებდი''...როგორ მინდოდა რამე კარგი ნაწარმოები,ბოლოში ავტორად თიკო *********** რომ წერებოდა,მაგრამ[ეჰ ისევ ეს მაგრამ]....
მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც მეგონა ^^ მართალია საშინელი ამინდი იყო სანაპიროზე სეირნობისთვის,მაგრამ ერთი გოგონა დავინახე ზღვასთან ახლოს-გამიკვირდა როგორ არ სცივა თქო [საკმაოდ შეუფერებლად ეცვა ესეთი ამინდისთვის]..
მასთან მისვლა და დალაპარაკება გადავწყვიტე...როგორც კი ერთი ნაბიჯი გადავდგი,ქარი სახეში მეცა და წყლის წვეთებმაც არ დააყოვნეს,მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით უფრო მიტაცებდა ის აზრი,რომ შეიძლებოდა ამ გოგოსთან ლაპარაკს ჩემთვის რამე სარგებელი მოეტანა [სარგებელი-იქნებ რამე საინტერესო გავიგო-თქო]...


-კარგად ხარ?
[პასუხი არ ისმის]
თუმცა დიდხანს არ მომიწია ლოდინი,როცა დაინახა რომ მის გვერდით დავჯექი შემომხედა...[მისი სახე ძაალიან მეცნობოდა თუმცა ვერ ვიხსენებდი საიდან ``]...
-დავიჯერო ეს ვინმეს აინტერესებს??
-ალბათ კი რადგან შეგეკითხე...აქ რას აკეთებ?
-რავიცი საავადმყოფოს მაინც ჯობია )))
-საავადმყოფოში იყავი??
-ალბათ უკვე მეძებენ..
ამას ნამდვილად არ მოველოდი,ჩემი რესპოდენტი საავადმყოფოდან გამოქცეული იყო [პირველად ჩემს კარიერაში].ისღა დამრჩა გასარკვევი ფსიქიატრიულიდან ხომ არა...
-გასაგებია,ესეიგი საავადმყოფოდაც გამოიქეცი და რატომ?
-რომც გითხრათ თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ^^
-მაქსილამურად შევეცდები თანაც აქ მარტო ჩვენ ვართ,თანაც ძალიან მინდა ვინმეს მოსმენა ^^
-კარგით,ოღონდ ბოლომდე უნდა მომისმინოთ და არავითარი გაკიცხვა და საყვედურები [ეგენი სხვებისგანაც მეყოფაო ალბათ უნდოდა ეთქვა]
-კარგი გისმენ )))
ერთი სული მქონდა როდის დაიწყებდა,მაგრამ ეს არსება არ ჩქარობდა,ალბათ აზრებს ალაგებდა.მე ყოველ შემთხვევაში ჩემი დიქტოფონი ჩავრთე...გული მიგრძნობდა საინტერესო ისტორიას მოვისმენდი და როცა პირველი პირისგან გესმის,წერა ადვილია..[აღარ იწყებს?? უკვე 5 წუთია ტყუილად მაქვს ჩართული...ააა აი როგორც იქნა]


-ადვილი ბავშვობა არ მქონია-პირიქით,მამ ლოთი,დედა თავის თავში დაუკმაყოფილებელი არსება...სულ ჩხუბობდნენ...მე კი ჩემს ოთახში გამოკეტილი ვიჯექი და ვუსმენდი ყვრილს...ტირილს...მსხვრევის ხმას...თითქოს ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო,მაგრამ სულ ერთი იყო...თუ გგონიათ რომ მათ ჩხუბში ჩავერეოდი და ბანალურად,ცრემლებით დავიწყებდი მათ გაშველებას,ცდებით....მე მარტო,ჩემს ოცნებებში ვცხოვრობდი ^^ სკოლაშიც არ მქონდა მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა,არც ბავშვებისგან..არც მასწავლებლებისგან...მათ უცნაური ვეჩვენებოდი..ყველასგან  მოწყვეტილს,განდეგილს მეძახდნენ...ეს ალბათ იმის ბრალი იყო,რომ ყოველ წელს,ჩემი საუკეთესო მეგობარი ბოლო მერხი იყო...ბავშვებს ხშირად უხდებოდათ გაკვეთილზე ჩემი გამოღვიძება...თუმცა არასოდეს მეძინა...მეცხრე კლასიდან ნელ-ნელა მივიწყებული გავხდი...სკოლაში იშვიათად თუ გამოვჩნდებოდი ხოლმე...ნარკოტიკი...ალკოჰოლი...სიგარეტი..ქუჩაში მცხოვრები მეგობრები...მთვარის შუქით განათებული სასაფლაო..და სახლისკენ მიმავალი გზა...მშობლები მეძებნდნენ....არ მინდოდა ...ისინი ვერასოდეს გამიგებნენ..თითქოს ზრუნავდნენ...მე მათი ზრუნვა არ მჭირდებოდა...ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო,რომ თავი დაენებებინათ...მინდოდა მომეკლა,ასე დავისვენებდი...დავისვენებდი ყველანაირი მოვალეობებისგან.. ეს იქნებოდა სრული თავისუფლება,რომლისკენაც ასე მივისწრაფოდი^^... 
მაგრამ მაინც კარგი იყო ასეთი ცხოვრება...მარტოობა,როდესაც უამრავი ხალხის გარემოცვაში ხარ..მკვდარი,მაგრამ ისევ ცოცხალი...როცა ძალით სუნთქავ..მართლაც რომ ყველასგან მოწყვეტილი..ხანდახან ისეთი გრძობაც მეუფლებოდა,თითქოს ცხოვრების რაღაც ნაწილებს ვკარგავდი...არ ვაღიარებდი..უბრალოდ არ ვიჯერებდი...
მაგრამ მალე მორჩა თავისუფლებაა..
ერთ ''მშვენიერ'' დღეს,კიარადა დილას თეთრ ოთახში გავიღვიძე...ბანალურად ჟღერს მაგრამ სიმართლეა....თეთრი ხალათები..ყვირილი..ტირილი...ჰაერში გასროლილი ფრაზები...რაღაც სისხლი და მკვლელობა ახსენეს...ჩემს ვინაობას  მეკითხებოდნენ (ისე ჯობდა ჯერ გავერკვიეთ რა ხდებოდა)...
მეკითხებოდნენ რატომ ჩავიდინე ეს დანაშაული..რა დანაშაული??ვიღაცაში ავერიე..თან ვითომ მაწყნარებდნენ არაუშავს ყველას თავისი პრობლემები აქვს,აქ არაფერი გემუქრებაო..ჩვენ დაგეხმარებითო...
-თვენი დამხარება არ მჭირდება...გაეთრიეთ...გამიშვით აქედან!
ერთმანეთს გადახედე...და გავიდნენ..გარეთ ნაბიჯების ხმასთან ერთად მათი ლაპარაკიც გავიგონე
-საბრალო,გიჟია...ასე რომ არ იყოს ამას არ გააკეთებდა...რა საშინელებაა...საკუთარ სახლში..საწალი მისი ნათესავები რა დღეში იქნებიან...კი თქვეს ბედნიერი არ ყოფილაო,მაგრამ მადლობის მაგივრად...არა არა...
მეტი ვეღარაფერი გავიგე..რაღაც უაზრობას ამბობდნენ...
მე კუთხეში დავჯექი და ვცადე მეხსიერებაში აღმედგინა ბოლო ერთ თვეში მომხდარი მოვლენები...თუნდაც გუშინდელი დღე...ჰეროინი..ბედნიერება...მეგობრების სიცილი..გართობა..თითქოს ყველაფერი ჩვულებრივად იყო,მაგრამ რაღაც მტანჯავდა...ალბათ ის,რომ უაზროდ მაბრალებნდნენ მკვლელობას....
-რა? მანდვილი დამნაშავეები დაკარგეთ?? რაღაც გეშლებათ...საცოდავებოო...ჯერ თქვენ თავს დაეხმარეთ...
ისევ სიჩუმე....
ყველა ტყუის...ყველა იგონებს....ყველა ვიღაცას ეყრდნობა...ვიღაცის ეშინიათ...მე თქვენ არ გგავართ....მე თქვენი არ მეშინია...
დრო გადიოდა და ვხვდებოდი რომ სამყაროს ნელ ნელა ვუახლოვდებოდი...ვხდებოდი ისეთივე მონა როგორიც სხვა იყო...ვიჯერებდი ტყუილებს...სისულელეებს...უაზრო ბრალდებებს....ჩემს ფანტაზებში ისევ ადამიანი ვიყავი...მართალია მონა,მაგრამ ადამიანი...და არა ცოცხალი გვამი...ოთხ კედელს შუა გამოკეტილი....
მაგრამ გამოვიქეცი..გამოვიქეცი უაზრო ადგილიდან....იქ გავიქეცი,სადაც ზღვა საუკეთესო დამაწყნარებელია...ჰეროინის შემდეგ.....არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რამდენი დრო გავიდა,მაგრამ...მე...ახლა ვხვდები რომ,რასაც იქ ამბობდნენ...ის სიმართლე ყოფილა...მე..მე მოვკალი...ერთი წუთით!ეს რაარის??

მგონი დიქტოფონი დაინახა...რა იდიოტი ვარ ჩანთაში მაინც ჩამედო :&...
-ააა რა თქმა უნდა,როგორ ვერ მივხვდი,თქვენ ჟურნალისტი ხართ! 
ჩემი პროფესია ისეთი ზიზღით წარმოთქვა,დანაშულის გრძნობამ შემაწუხა რაღა მაინცდამაინც ჟურნალისტი ვარ თქო :((((
-თქვენ ჟურნალისტები საშინელი ხალხი ხართ...სხვა ადამიანების ისტორიებს ისმენთ,რომ შემდეგ სტატიები წეროთ....
სხვისი უბედურება თუ ბედნიერება,გრძონებები და ყველაფერი პირადული სააშკარაოზე გამოგაქვთ რომ ამაში ფული აიღოთ...რა საინტერესოა დაფიქრებულხართ როდესმე რომ ამით დანარჩენებს ტკივილს აყენებთ??იქნებ პირველ გვერძე დამიბეჭდოთ???ააა ჩემი ფოტოსურათიც გჭირდებათ? რა პრობლემაა როგორ დავდგე?? აა მართალი ხართ ჯობია მაშინ გადამიღოთ როცა ვტირი,იქნებ რომელიმე გადაცემაშიც მომიწვიოთ???
როგორ მინდოდა ესეთი სარკაზმი შემეჩერებინა მაგრამ ის მართალი იყო...
მოულოდნელად დიქტოფონი ხელიდან გამომგლიჯდა და აღელვებულ ზღვაში გადააგდო....ნელ ნელა ვრწმუნდებოდი რომ ფსიქიკურად დალაგებული არ იყო...გული დამწყდა.ესეთი ნაშრომი ზღვამ ჩაყლაპა,მაგრამ ჩემ მეხსიერებას არასოდეს დაავიწყდებოდა...
ჩემი უცნობი ''მეგობარი'' ამ დროს ადგა და გაიქცა...ვეცადე ბოდიში მომეხადა მაგრამ როგორ დამეძახა...არც იხედებოდა...ნეტა რა ერქვა??
-მოიცა შენ ამ ყველაფრის მერე აპირებ ეს თემა მაინც გამოქვეყნო???-ჩემი ქვეცნობიერი ისევ არ ისვენებდა....ახლა ამ შინაგანი ბრძოლისთვის არ მეცალა
-მოკეტე!-მოკლედ მოვუჭერი...თუმცა მაინც არ ჩუმებოდა,ისევ მაკრტიკებდა [როგორც ყოველთვის]...
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი ქარში და სიცივეში გაუნძრევლად,მაგრამ როცა გონზე მოვედი სიცივე ძვლებში მატანდა...როცა წამოვდექი თითქმის დავეცი,იმდენი ხანი ვიჯექი უმოძრაოდ...
ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია...ეს ისტორია ისეთი არარეალური იყო,დილით გაღვიძებულს სიზმრად მომეჩვენებოდა...არა ახლავე უნდა დამეწყო წერა...
ერთი ფურელი ავიღე,მერე მეორე...ხაზები ისე სწრაფად ივსებოდ გამიკვირდა კიდეც როდიდან ვწერ ესე ჩქარა-თქო...უკვე 2 საათი იყო [ღამის],5 წუთის შემდეგ [მე 5 წუთად რომ მომეჩვენა],5 სრულდებოდა...
გათენდა..ვერც კი გავიგე როგორ....ახლა ვიცოდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო...არ ერთი სიტყვის გადაკეთებას არ ვაპირებდი...
ტელევიზორი ჩართული იყო..როგორც ყოველთვის 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვება გადიოდა...ტელეწამყვანის წვრილმა და აუტანელი ხმა მთელ სახლში ისმოდა...
-სუიციდის კიდევ ერთი შემთხვევა...24 წლის ახალგაზრდა გოგომ თავი ზღვაში დაიხრჩო.მაშველებმა იგი დილის ექვს საათზე აღმოაჩინეს..გამოძიება უკვე აღძრულია..ახლა კი პირდაპირ ეთერში გვერთვება....
ეს იყო ყველაზე საშინელი და ძლიერი გრძნობა რაც კი როდესმე განმიცდია....თავს დამნაშავედ ვთვლიდი...ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი...ვერც კი ვამჩნევდი ცრემლები როგორ მცვიოდა თვალებიდან ^^ მე ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი ((( მაგიდაზე,ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ის ფურცლები ეწყო,რომელზეც ჩემი უცნობი მეგობრის ისტორია თავიდან ბოლომდე,სიტყვა სიტყვით იყო აღწერილი...არც კი მიფიქროა ისე შევყარე ქაღალდები ბუხარში...


იწვოდა...იწვოდა თემა...იწვოდა ჩემი სანუგეშო ნამუშევარი....იწვოდა მტკიცებულება....იწვოდა გრძნობები....რომელთა კრიტიკის დაფაზე გამოტანასაც ასე შეუბრალებლად ვცდილობდი...იწვოდა გუშინდელი დღე....მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დაიწვას...დაიფერფლოს...ან დაიხიოს ეს ფურცლები,ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება უცნობის სახე და ნაამბობი რომელსაც ვერავის ვერასდროს იხილავს პირველ ან მეორე გვერძე...
ამ წამს ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ის უცნობი ''მარგალიტი'' რომლის გახსენებასაც ასე ვცდილობდი გუშინ სანაპიროზე...
[ნაწყვეტი ჩემი ერთი გამოკითხვიდან]
-როგორია თქვენთვის ბედნიერი ცხოვრება??[12 წლის გოგო შემრჩა ხელში]
-არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება,არსებობს მხოლოდ ბედნიერი წამები ^^
ის იყო....ახლა გამახსენდა საიდან მეცნობოდა მისი სახე...ასეთ პასუხს 12 წლის ბავშვისგან არ ველოდი...ის მაშინვე დარჩა ჩემს მეხსიერებაში...და სამუდამოდ დარჩება როგორც ჩემი შეცდომა...და დაუსრულებელი სტატია...


PS. იდეის დამუშავებაში დახმარებისთვის და სურათებისთვის მადლობას ვუხდი კევას ^^

понедельник, 12 сентября 2011 г.

ეჰ ეჰ ეჰ ანუ ისევ სკოლა

თემა არაფერი არ მაქვს ,მაგრამ ბლოგზე სულ ერთი და იგივეს რომ ვხედავ აღარ შემიძლია.... არა თემა როგორ არ მაქვს მაგრამ იმდენად დიდია დაწერა მეზარება ;დ....თან მალე სკოლა იწყება [2 დღეში]...



-თქვენნაირი კლასი ჯერ არ მყოლია...
-გოგოები უფრო საზიზღრები ხართ ვიდრე ბიჭები...
-მანდატურს შემოვიყვან...
-საკონტროლოზე ვერავინ ვერ გადაიწერს [არადა ბავშვები 10 მერხის წინიდან და უკნიდან იწერერენ]...


ეს ის ყოველდღიური[ბანალური] ფრაზებია,რომელიც შეუძლებელია სკოლის მოსწავლეს მოსმენილი ან საკუთარ თავზე გამოცდილი არ ჰქონდეს.



თუმცა ვერავინ იტყვის რომ სკოლა კარგი ''გასართობი'' არ არის. 


აბა წარმოიდგინეთ გაბრაზებული მასწავლებელი ცარცით ხელში,რომელმაც არ იცის რომელ ''ჭორიკანას'' ესროლოს უკვე მომარჯვებული ცარცი...ანდა რომელ გადამწერს დაუხიოს წიგნი...
მართალია სადისტურია მაგრამ ამაზე ყველა იცინის...


ნათელი წერტილი შაბათ-კვირაა,მაგრამ ამ დღესაც ვერ ისვენებ,პარასკევს იმდენ დავალებას მოგაყრიან ''წინ შაბათ-კვირა გაქვთ''-ით იმართლებენ თავს....


''შატალო''-ის სიტყვაა რომლისაც მასწავლებლებს უმრავლეს შემთხვევაში ''ეშინიათ'',თუმცა მე ჩემი მასწებისგან ხშირად გამიგონია ''ქიმიიდან და ფიზიკიდან გავიპარეთ'' ან ''მეც ვიყავი თქვენხელა და ვიცი ეს რასაც ნიშნავს''...
თუ მართლა იციან რა საჭიროა ესეთი პანიკის ატეხვა და მთელი სკოლის გარევა??
ჩემს სკოლაში როცა შატალოზე წავსულვართ,მთელი დირექცია გაგიჟდა და ახსნა განმარტებები დაგვაწერინეს,ბოლო შატალოს დროს კი პირად საქმეში საყვრდურებიც ჩაგვიწერეს....
მაგრამ შატალოს არავინ ნანობს,იმიტომ რომ სანამ სკოლის კარიდნა გაიპარები,ან ფანჯრიდან გადახტები [სკოლაში არ მოუსვლელად წასვლას მე შატალოდ არ ვაღიარებ],არის რაღაც გარდამავალი წამი როდესაც შენი თავით უაზრო სიამაყეს და ცოტა ადრენალინს გრძნობ...


მაგრამ სკოლა ის ადგილია,სადაც ^^
პირველ მეგობრებს იძენ......
გექნმნება პირველი [რეალური] წარმოდგენები....
ეცნობი უამრავ ახალ ადამიანს.....
პირველად გრძნობ თავს დამოუკიდებლად [თუნდაც პირველ კლასში]...
პირველად გიცრუვდება იმედი....
პირველად ჩხუბობ,პირველად იცავს ინტერესებს და ა.შ.


სკოლას ''შუაში'' ვერავინ ვერ იტანს,მაგრამ ''ბოლოში'' ყველა ტირის...ასე რომ,''ბოლოში'' ჩვენი ცრემლები თუნდაც 1-ით ნაკლები რომ მაინც იყოს,გავიღიმოთ და დავტკბეთ იმ თითოეული წამით თუ წუთით,რომელსაც ჩვენ კლასელებთან,მეგობრებთან,თუნდაც მასწავლებლებთან [საწყლები] ერთად ვატარებთ და მიუხედავად ყველაფრისა ყველამ ერთად ვთქვათ fuck school ^^^____^^^





четверг, 8 сентября 2011 г.

დრო,როცა თავს ყველაზე მარტო გრძნობ ანუ როდის გათენდება



საათს დავხედე.......ღამის  ოთხი სრულდებოდა....
სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია,მაგრამ ახლა,ამ უძილო და წვიმიან ღამეს,სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო.....
ისეთი სიჩუმე იყო საათის ისრების წიკწიკის გარდა მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა....ეგეც ხანდახან.......
წვიმის წვეთები პირდაპირ ჩემს ფანჯარას ეხეთქებოდა....ამ ყველაფერს ელვა და ჭექა ქუხილიც დაემატა....
დაძინებას ვცდილობდი,თუმცა ჩემს კოშმარებში დაბრუნება ნამდვილად არ მიზიდავდა........
დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა.....მინდოდა მეყვირა ხმამაღალა..ასეთი სიჩუმის ატანა აღარ შემეძლო...მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა და მასთან მელაპარაკა,ანდა ჩუმად ვმჯდარიყავით ოღონდ მეგრძნო რომ ჩემთან იყო....აუტანელია სიჩუმე,როცა იცი რომ არავინ გისმენს.......არავის სჭირდები....
-მე აქ ვარ....ცოცხალი ვარ......-საპასუხოდ კიდევ ერთი გაელვება და ჭექა ქუხილი მოჰყვა....
სიზმარში ხშირად მინახავს თითქოს ვკვდებოდი...ამბობენ სიზმარი იმის გაგრძელებაა რაც დღისით უნდა მომხდარიყოო...რატომ არ მაცლის ღამე რომ დავამთავო ის რაც გასაკეთებელია?? დამაცადოს,ერთი ადამიანი არავის დავაკლდები......
ეს არის ყველაზე ცუდი.....ყოველთვის იხედები უკან როცა იცი რომ გელოდებიან...მე არავინ მელოდება.....

წვიმამ იმატა...თითქოს ჩემი დარდი გაინაწილაო....ჩემს მაგივრად ტიროდა ცხარე ცრემლებით...
ნუთუ ყველას ასე ადვილად დავავიწყდი??
იქნებ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ღამის კოშმარია??თუ ასეა გამომაღვიძეთ ვინმემ....
გვერდით ოთახში ჩემს მეგობარს გავხედე...ისე მშივიდად ეძინა შემშურდა კიდევაც მისი....ეს ის მეგობარი იყო რომელიც სულ მიმტკიცებდა ცხოვრებით დატკბიო....მაგრამ მე მისი არასოდეს მესმოდა...ის ტკბებოდა და ბედნიერიც იყო...
თუმცა მე უკვე დიდი ხანია აღარ ვიცი რას ნიშნავს ბედნიერება [თუ არსებობს საერთოდ].....
ეს ცხოვრება არაფერია...თუმცა ძალიან ბევრ ბარიერებს გვიტოვებს გზაზე....ზოგი ადვილად ახტება,ზოგი კი ფეხს წამოჰკრავს ხოლმე და გაგრძელების სურვილი აღარ აქვს.....მე დიდი ხანია პირველივე ბარიერზე წავიქეცი,მაგრამ ვცდილობ სირბილი განვაგრძო,თუმცა ძალიან არ მინდა...მინდა რომ გავჩერდე,დავბრუნდე იქ სადაც არც ბარიერები იყო და მხოლოდ ვარდისფერი მინდვრები ჩანდა...სადაც არ იყო ბოროტი და კეთილი...
სადაც მხოლოდ პრინცესები და თეთრ ცხენზე ამხედრებული  პრინცები ცხოვრობდნენ ....
იქ მინდა სადაც სიმშვიდე სუფევს....
იქ სადაც არავის სტკივა....
ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამეძინა.....როცა გავიღვიძე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...სრულიაც ლურჯ ცაზე,კაშკაშა მზე ამოსულიყო...წვიმის წვეთები და ელვა სადღაც გამქრალიყო...
ისევე როგორც გუშინდელი ღამე და ფიქრები.........

ჩემს შესახებ

მე ვარ..თიკო....ჯერჯერობით მხოლოდ სახელით შემოვიფარგლები.......
ესეიგი მე ვარ 14 წლის,დავიბადე 1997 წლის 21 ივნისს,ტყუპების ნიშნის ქვეშ........სხვა რა გითხრათ??
მუსიკას ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრს რეპის გარდა,ყველაზე მეტად Coldplay და Nirvana მიყვარს ^_^ მათი მოსმენა ალბათ არასოდეს მომბეზრდება.........
კიდევ მიყვარს ''ვამპირის დღიურები''....კეტრინი და დეიმონი <3


ფილმებში და წიგნებში ვაფასებ და მიყვარს უარყოფითი პერსონაჟები........
ძაააალიან მიყვარს წვიმა და სიცივე....
არ მიყვარს ხმაური და ხალხმრავლობა...........
მეშინია სიბნელის........
არ მეშინია სიკვდილის და მარტოობის....
ვერ ვიტან უსამართლობას........
ვარ ნიჰილისტი....
მიყვარს როცა არ მიყვარს...
ვოცნებობ ყველაფერზე რაც არ მაქვს...
არასოდეს ვიტყვი არასოდეს...