четверг, 8 сентября 2011 г.

დრო,როცა თავს ყველაზე მარტო გრძნობ ანუ როდის გათენდება



საათს დავხედე.......ღამის  ოთხი სრულდებოდა....
სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია,მაგრამ ახლა,ამ უძილო და წვიმიან ღამეს,სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო.....
ისეთი სიჩუმე იყო საათის ისრების წიკწიკის გარდა მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა....ეგეც ხანდახან.......
წვიმის წვეთები პირდაპირ ჩემს ფანჯარას ეხეთქებოდა....ამ ყველაფერს ელვა და ჭექა ქუხილიც დაემატა....
დაძინებას ვცდილობდი,თუმცა ჩემს კოშმარებში დაბრუნება ნამდვილად არ მიზიდავდა........
დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა.....მინდოდა მეყვირა ხმამაღალა..ასეთი სიჩუმის ატანა აღარ შემეძლო...მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა და მასთან მელაპარაკა,ანდა ჩუმად ვმჯდარიყავით ოღონდ მეგრძნო რომ ჩემთან იყო....აუტანელია სიჩუმე,როცა იცი რომ არავინ გისმენს.......არავის სჭირდები....
-მე აქ ვარ....ცოცხალი ვარ......-საპასუხოდ კიდევ ერთი გაელვება და ჭექა ქუხილი მოჰყვა....
სიზმარში ხშირად მინახავს თითქოს ვკვდებოდი...ამბობენ სიზმარი იმის გაგრძელებაა რაც დღისით უნდა მომხდარიყოო...რატომ არ მაცლის ღამე რომ დავამთავო ის რაც გასაკეთებელია?? დამაცადოს,ერთი ადამიანი არავის დავაკლდები......
ეს არის ყველაზე ცუდი.....ყოველთვის იხედები უკან როცა იცი რომ გელოდებიან...მე არავინ მელოდება.....

წვიმამ იმატა...თითქოს ჩემი დარდი გაინაწილაო....ჩემს მაგივრად ტიროდა ცხარე ცრემლებით...
ნუთუ ყველას ასე ადვილად დავავიწყდი??
იქნებ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ღამის კოშმარია??თუ ასეა გამომაღვიძეთ ვინმემ....
გვერდით ოთახში ჩემს მეგობარს გავხედე...ისე მშივიდად ეძინა შემშურდა კიდევაც მისი....ეს ის მეგობარი იყო რომელიც სულ მიმტკიცებდა ცხოვრებით დატკბიო....მაგრამ მე მისი არასოდეს მესმოდა...ის ტკბებოდა და ბედნიერიც იყო...
თუმცა მე უკვე დიდი ხანია აღარ ვიცი რას ნიშნავს ბედნიერება [თუ არსებობს საერთოდ].....
ეს ცხოვრება არაფერია...თუმცა ძალიან ბევრ ბარიერებს გვიტოვებს გზაზე....ზოგი ადვილად ახტება,ზოგი კი ფეხს წამოჰკრავს ხოლმე და გაგრძელების სურვილი აღარ აქვს.....მე დიდი ხანია პირველივე ბარიერზე წავიქეცი,მაგრამ ვცდილობ სირბილი განვაგრძო,თუმცა ძალიან არ მინდა...მინდა რომ გავჩერდე,დავბრუნდე იქ სადაც არც ბარიერები იყო და მხოლოდ ვარდისფერი მინდვრები ჩანდა...სადაც არ იყო ბოროტი და კეთილი...
სადაც მხოლოდ პრინცესები და თეთრ ცხენზე ამხედრებული  პრინცები ცხოვრობდნენ ....
იქ მინდა სადაც სიმშვიდე სუფევს....
იქ სადაც არავის სტკივა....
ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამეძინა.....როცა გავიღვიძე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...სრულიაც ლურჯ ცაზე,კაშკაშა მზე ამოსულიყო...წვიმის წვეთები და ელვა სადღაც გამქრალიყო...
ისევე როგორც გუშინდელი ღამე და ფიქრები.........

2 комментария:

  1. საოცრად გულწრფელი პოსტია.. წარმატებები ..ასე გააგრძელე ^__^<3

    ОтветитьУдалить
  2. დიიიიდიიიიი მადლობა ^^ ვეცდები უკეთესად გავაგრძელო ^_^ <3

    ОтветитьУдалить